ახალი ამბები

კაპანაძე: “ისლამურ სახელმწიფოს” მთელი მსოფლიო საფრთხედ განიხილავს

25 ივნისი, 2015 • • 1162
კაპანაძე: “ისლამურ სახელმწიფოს”  მთელი მსოფლიო საფრთხედ განიხილავს

“უდავოა, რომ ეს ორგანიზაცია უქმნის საფრთხეს არა მარტო საქართველოს, არამედ საფრთხეა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენც, როგორც მთელი მსოფლიოს შემადგენელი ნაწილი, ამას განვიხილავთ საფრთხედ. არსებობს შესაბამისი ორგანოები, არსებობს შესაბამისი გათვლები, შესაბამისი სცენარები, რასაც ჩვენც ვამუშავებთ მათ შორის, ჩვენი პასუხისმგებლობის წილიდან გამომდინარე. აღნიშნული უყურადღებოდ არ რჩება და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმ აუცილებლობას, რომ ჩვენ ჩვენს პარტნირებთან გარკვეული ახლო თანამშრომლობა განვახორციელოთ” – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.        

 

 

“ისლამური სახელმწიფოს” განაცხადს კავკასიის ტერიტორიაზე საკუთარი პროვინციის დაარსების შესახებ ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე სერ ადრიან ბრედშოუც გამოეხმაურა: 

  

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს მხოლოდ კავკასიის პრობლემას არ ეხება. ის ავღანეთიდან კვეთს ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ახლო აღმოსავლეთს და ფაქტობრივად აფრიკასაც მოიცავს. მასთან გასამკლავებლად საჭიროა სტრატეგიული თანამშრომლობა და სტაბილურობა. “

 

საქართველოში ვიზიტით ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე იმყოფება. გენერალ სერ ადრიან ბრედშოუს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მასპინძლობს.

 

დღესვე, ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრება. გენერალი ბრედშოუ საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდება და სიტყვით მიმართავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი