“ისუზუს” მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან, 23 იანვრიდან ეტაპობრივად 8 მარშრუტზე განაწილდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, “ისუზუს” მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან მგზავრებს დამატებით ოთხ მარშრუტზე მოემსახურება. ესენია:
- N17 – გადასასვლელი ხიდი – მუხიანის მე-4 მიკრო რაიონი;
- N27 – სადგურის მოედანი – ვაშლიჯვრის დასახლება; „ღრმაღელე“;
- N62 – სადგურის მოედანი – ზღვის უბნის დასახლება;
- N73 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – გლდანულა.
27 იანვრიდან კი ახალი ავტობუსები შემდეგ 4 სამარშრუტო ხაზზე გავლენ:
- N40 – ვარკეთილის მეურნეობა – ისანი;
- N45 – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – სოფელი გლდანი;
- N60 – გადასასვლელი ხიდი – მეტროსადგური „ღრმაღელე“;
- N99 – მეტროსადგური „დელისი“ – ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი.
ავტობუსების ახალი 40 შემადგენლობა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას 21 იანვარს წარუდგინა.
მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება ბოგდანის მარკის ძველი ავტობუსები.