უწყების განცხადებით, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური [ცვალებადი მიმართულების ძლიერი ქარი, რომელსაც მატერიალური ზიანის მიყენება შეუძლია] გაძლიერება.
“მოსლაოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლოა ზოგიერთ მდინარესა და მის შენაკადებზე წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადების ფორმირება გამოიწვიოს”, – აცხადებენ უწყებაში.

როგორც სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსმა რამაზ ჭითანავამ განუცხადა, მათ არ შეუძლიათ ზუსტად განცხადონ, კონკრეტულად სად არის მოსალოდნელი ძლიერი წვიმა, თუმცა შესაძლოა, უამინდობამდე რამდენიმე საათით ადრე დააზუსტონ ეს მონაცემი.




