“მართლაც წარმატებული იყო ჩვენი პოლიტიკა ჯანდაცვის მიმართულებით. ამაში დიდი დამსახურება აქვს დავით სერგეენკოს. ჩვენ უპრეცედენტოდ გავზარდეთ ჯანდაცვის დაფინანსება და ეს აისახა იმ დასკვნაში, რომელიც მოვისმინეთ. ეს არის იმის დასტური, რომ ჩვენ მიერ დაწყებული პროგრამა წარმატებულია და დღეს 3 მილიონი 200 ათასი ადამიანი სარგებლობს ამ პროგრამით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.
კვლევის შედეგებით, სახელმწიფო სამედიცინო სერვისებმა 2014 წელს მოსახლეობის 99.9% მოიცვა, 2010 წელს ეს მონაცემი იყო 29.5%. შემცირდა თვითმკურნალობაზე გაწეული ხარჯები, გაიზარდა ფინანსური ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე და ლაბორატორიულ კვლევებზე და შემცირდა პაციენტის ჯიბიდან გადასახადები. თუმცა რჩება გამოწვევები, როგორიცაა ფინანსური ბარიერები, წამლების შესყიდვის პრობლემა, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების დროს.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოში მას შემდეგ ამოქმედდა, რაც ხელისუფლებაში კოალიცია ქართული ოცნება მოვიდა.