თბილისის მერია მოქალაქეებს, რომლებსაც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი აქვთ, მეტიკამენტებს 80 პროცენტით დაუფინანსებს. ამის შსახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერის თქმით, გაფანტული სკლეროზის მკურნალობისთვის 1 პაციენტს წელიწადში 24 000 ლარი სჭირდება. კალაძე აცხადებს, რომ მერიის პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ვისაც აღნიშნული დიაგნოზი აქვთ, მერია პრეპარატებს ამ დაავადების სამკურნალოდ 100 პროცენტით დაუფინანსებს, მათ კი, ვისაც ეს სტატუსი არ აქვთ – 80%-ით:
“ჩვენ მარტიდან კიდევ ერთ ახალ პროგრამას დავიწყებთ, რომელიც ითვალისწინებს გაფანტული სკლეროზის ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსებას. გაფანტული სკლეროზი ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება და მის მკურნალობას დიდი ფინანსები და ძალისხმევა სჭირდება. წლიურად 1 პაციენტისთვის საჭიროა 24 000 ლარი. სოციალურად დაუცველებისთვის 100 პროცენტით იქნება დაფინანსება, ხოლო ვინც ამ სტტუს არ ატარებს, მათ 80 პროცენტით დაუფინანსდებათ”, – ამბობს კალაძე.