თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 21 იანვარს, გამართულ მთავრობის სხდომაზე მიმდინარე წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
მერია ქეთევან წამებულის, წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და მარშალ გელოვანის გამზირების რეაბილიტაციას გეგმავს. კალაძის თქმით, ბაგების და საბურთალოს ქუჩა ერთმანეთს, საფეხმავლო ხიდის გარდა, საავტომობილი ხიდითაც დაუკავშირდება:
“ისნის რაიონში ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია იგეგმება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ასევე დაგეგმილია საბურთალოს რაიონში ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა და რეაბილიტაციას საჭიროებს. დიდუბის რაიონში აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასაც ვგეგმავთ. საბურთალოს რაიონში მარშალ გელოვანის გამზირისა და მარჯვენა სანაპიროს გზაჯვარედინის მოსაწყობად იქნება სამუშაო.
ვეფხი და მოყმის ძეგლთან გვინდა ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზების გაკეთება, გვირაბებითა და პანდუსებით ისე, რომ შუქნიშანი საჭირო არ იყოს. საბურთალოს რაიონში, ბაგებისა და უნივესიტეტის ქუჩას შორის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდის მოწყობა იგეგმება, დაახლოებით იმ ადგილას, სადაც დღეს საფეხმავლო ხიდია. სწორედ ამ ხიდთან ახლოს განხორციელდება ეს პროეტი. ამ პროექტების რეაბილიტაციას ისე გადავანაწილებთ, რომ ის დისკომფორტი, რასაც ასეთი სამუშაოები იწვევს, შევამსუბუქოთ”, – ამბობს კალაძე.