2010 წლის ოქტომბრიდან თბილისის ზოოპარკი “ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის” (EAZA) წევრობის კანდიდატია.
“წევრობის კანდიდატობის პერიოდში თბილისის ზოოპარკმა, ზურაბ გურიელიძის ხელმძღვანელობით, განვითარების პროცესში დაამტკიცა კეთილსინდისიერება და საქმისადმი ერთგულება. EAZA-ს მენტორის მიერ აღინიშნა თანამშრომლების პროფესიული უნარების განვითარება, ცხოველთა კეთილდღეობისა და ვიზიტორთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. უდავოდ, დირექტორმა გურიელიძემ და მისმა თანამშრომლებმა აჩვენეს პროფესიონალიზმის მაღალი დონე სტიქიასთან გამკლავებისას, საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ თბილისის მოსახლეობისთვის საფრთხის შემცირებას და დაუღალავად იბრძოდნენ იმისთვის, რომ აღმოეჩინათ და უსაფრთხოდ დაებრუნებინათ ცხოველები ზოოპარკში.
EAZA-ს მენტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ზოოლოგიური ინსტიტუტისთვის შეუძლებელი იქნებოდა ამგვარი დამანგრეველი ძალის მქონე სტიქიის წინასწარ განჭვრეტა და ზუსტი სამოქმედო გეგმის შემუშავება. EAZA-ს მტკიცედ სწამს, რომ საუკეთესო ზოოპარკებსა და აკვარიუმებს თავისი წვლილი შეაქვთ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და გამოცდილების გაზიარებაში, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანებმა გააზრებულად იმოქმედონ გარემოსა და ცოცხალი ორგანიზმების დასაცავად. თბილისის ზოოპარკის წარმატებული საქმიანობის საუკეთესო დასტურია ის ასობით მოხალისე, რომელიც ამ მძიმე დღეებში ზოოპარკისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში იღებდა მონაწილეობას. EAZA დარწმუნებულია, რომ თბილისისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება ზოოპარკის აღდგენა”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.