“იმ შემთხვევაში, თუ biletebi.ge არ მოაგვარებს ამ პრობლემას, გადავდივართ გეგმა B-ზე. გეგმა B-ს გეტყვით ზუსტად ხუთშაბათს, 18:00 საათზე”, – განუცხადა სიჭინავამ ჟურნალისტებს.
საქართველოს ფეხბურთის ხელმძღვანელობსა და უეფას წარმომადგენლებს შორის დღეს, 23 ივნისს საღამოს სატელეფონო საუბარი გაიმართა, სადაც ზვიად სიჭინავას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს.
Biletebi.ge-მ საიტზე ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოახერხა, შესაბამისად, უეფას სუპერთასისი ბილეთების შეძენას გულშემატკივრები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.