მერიის ცნობით, იმის გამო, რომ წყნეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, რომელშიც ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მოხალისეები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას და იყო საფრთხე, რომ დაზიანებული კოლექტორიდან წყალი სწორედ ამ ტერიტორიისკენ მიემართებოდა, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წყლის ნაკადი დროებით მდინარე ვერესკენ მიემართა.
აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები სისტემატიურ კომუნიკაციაში იყვნენ კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან”.
მერიის განცხადებით, შეთანხმდნენ, რომ კომპანია ამ ტერიტორიაზე დროებით მინი-გამწმენდ ნაგებობას მოაწყობს, რომლის მეშვეობითაც მდინარე ვერეში დაბინძურებული წყლების ჩადინება აღიკვეთება, ხოლო კოლექტორი საბოლოოდ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.





