ახალი ამბები

კოსოვოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ფრენები იწყება

21 იანვარი, 2020 •
კოსოვოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ფრენები იწყება

კოსოვო და ბელგრადი პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხზე შეთანხმდნენ. EURONEWS წერს, რომ ომის დაწყებიდან ოცი წლის შემდეგ პირდაპირი ფრენების განხორციელება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

NYT-ის ინფორმაციით, შეთანხმებას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი მოლაპარაკება, რომელსაც გერმანიაში აშშ-ის ელჩი რიჩარდ გრენელი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამავე დროს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმოამდგენელად დაინიშნა სერბეთ-კოსოვოს ურთიერთობის საკითხში.

დიპლომატი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში პოლიტიკური კონფლიქტი გვერდზე იქნა გადადებული, ამის მაგივრად მხარეებმა ყურადღება მომავალ ეკონომიკურ ურთიერთობებზე გაამახვილეს.

სერბეთსა და კოსოვოს დედაქალაქებს შორის ფრენებს გერმანული ავიაკომპანიის, ლუფთანზას შვილობილი დაბალბიუჯეტიანი კომპანია “ევროვინგსი” განახორციელებს.

კოსოვოს პრეზიდენტმა მიღწეულ შეთანხმებას “პროცესების ნორმალიზებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა”. სერბეთის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ისინი მზად არიან, მსგავს ინიციატივებს ყოველთვის დაუჭირონ მხარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი