ახალი ამბები

წულუკიანი მიანიშნებს, რომ არჩევნების შემდეგ იუსტიციის მინისტრობა აღარ სურს

21 იანვარი, 2020 •
წულუკიანი მიანიშნებს, რომ არჩევნების შემდეგ იუსტიციის მინისტრობა აღარ სურს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ 2020-ის არჩევნების შემდეგ მზადაა, “ქართული ოცნების” რიგებში პოლიტიკაში დარჩეს, თუმცა მიანიშნებს, რომ იუსტიციის მინისტრობას აღარ აპირებს.

“რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ მომავალს, მე, თუკი ეს იქნება “ქართული ოცნების” სურვილი, ვაპირებ დავრჩე პოლიტიკაში მათთან ერთად. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრობას, 2020 წლის არჩევნების შემდეგ სრული 8 წელი იქნება შესრულებული, მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს საკამირისი პერიოდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას. დაველოდებით, როგორი იქნება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება”, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მანამდე, ანუ არჩევნებამდე, რამდენიმე რეფორმაა ბოლომდე მისაყვანი, ხოლო საარჩევნო კამპანიაში ის აპირებს იყოს “სუპერაქტიური” მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი