“კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ წყნეთის ქუჩაზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კოსტავას ქუჩასა და ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე აღებული წყლის სინჯები შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
სინჯები აღებულია ასევე სვანიძის, ატენის, გაბაშვილის, გედევანიშვილის, დოლიძის, ქარელის, ლიხაურის, ჩიქოვანის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩებიდან.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი, რასაც მოსახლეობას დამატებით ვაცნობებთ”, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” პრევენციის მიზნით ახორციელებს ორმაგ დაქლორვას.
“ორმაგი ქლორირება ნებადართულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №62 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით – „ცენტრალიზებული და ადგილობრივი წყალმომარაგების სასმელ-სამეურნეო წყლის ქლორით გაუსნებოვნებისა და წყალსადენის ნაგებობების დეზინფექციისწესების“ შესაბამისად. სურსათის ეროვნული სააგენტო გირჩევთ, წყალი ადინოთ 2-3 წუთის განმავლობაში, დააყოვნოთ სუფთა ჭურჭელში და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად”.