ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ხილისა და ბოსტნეულის 13 იმპორტიორი პასუხისგებაში მისცა

23 ივნისი, 2015 •
საგამოძიებო სამსახურმა ხილისა და ბოსტნეულის 13 იმპორტიორი პასუხისგებაში მისცა

“გამოძიებით დადგენილია, რომ გ.ძ.-მ და ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, დაარეგისტრირეს ათზე მეტი საწარმო. ბრალდებულები თურქეთის რესპუბლიკიდან ახორციელებდნენ სხვადასხვა სახის ხილისა და ბოსტენულის იმპორტს, რა დროსაც დამატებითი ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში ყალბი მონაცემების, ანუ არარსებული ჩასათვლელი თანხის დაფიქსირებით სისტემატურად იღებდნენ უკანონი სარგებელს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტს დანაშაულებრივი ქმედებით მიაყენეს 1 896 000 ლარის ზიანი. საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 180-ე, 210-ე და 220-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი