ახალი ამბები

მთავრობა: ბიუჯეტი დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება

23 ივნისი, 2015 • • 954
მთავრობა: ბიუჯეტი დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ბიუჯეტი მიმდინარე ხარჯების მიმართულებით დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება, თუმცა ეს კაპიტალურ და სოციალურ ხარჯებს არ შეეხება. “თანხის დიდი ნაწილი მიმართული იქნება კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის”, – თქვა ხადურმა.

 

„ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალურია და შეიძლება ითქვას, რომ მანამდეც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე – არასდროს. რეგიონში თითქმის ყველა სახელმწიფომ გააკეთა ბიუჯეტის კორექტირება და ეს, რა თქმა უნდა, არის გამომდინარე იქიდან, რომ მთელს რეგიონში, უკრაინაში, რუსეთში არის ძალიან სერიოზული კრიზისი, რთული ვითარებაა“, – განაცხდა პრემიერ-მინისტრმა.

 

ასევე, დამატებითი სახსრები გამოეყოფა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თბილისსა და მის შემოგარენში სტიქიური უბედურებით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთვის.

 

მთავრობის მეთაურმა დღევანდელ სხდომაზე სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში აქტიურობისთვის  სამინისტროებსა და თბილისის მერიას მადლობა გადაუხადა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი