ახალი ამბები

სიძის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა

20 იანვარი, 2020 •
სიძის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სიძის მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გმაოძიების ვერსიით, რომელიც მოსამართლემ გაიზიარა,  2019 წლის 23 ივნისს ა.ი-ს სიძემ, ბ.ნ-მ, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მეუღლეს მ.ი-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პროკურატურის განცხადებით, შვილის შეურაცხყოფით განაწყენებულმა ა.ი-მ, შურისძიების მიზნით, ბ.ნ-ს დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ბ.ნ. გარდაიცვალა.

უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა  ა.ი.  2019 წლის 24 ივნისს ქ. რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′.109-ე მუხლის მერე ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი