მთიან ყარაბარში The HALO Trus-ის პროგრამების მენეჯერი, იური შახრამანიანი ამბობს, რომ მუშაობის დროს ძირითადად ქვეითსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო საბჭოთა წარმოების ნაღმები, კასეტური ავიაბომბები და სხვა საბრძოლო მასალები ხვდებათ, რომლებიც ფართოდ გამოიყენებოდა მთიან ყარაბაღში 1992-1994 საომარი მოქმედებების დროს.
ორგანიზაციის 15 წლის მუშაობის შედეგად ყარაბაღის 44,486,779 კვ.მეტრი (84%) ტერიტორია იყო გაუვნებელყოფილი ნაღმებისგან, კასეტური მომბებისგან და სხვა აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისგან. ამ დროისთვის ტერიტორიის 16% რჩება დანაღმული და 21% კი კასეტურ ავიაბომბებსა და სხვა საბრძოლო მასალებს მოიცავს.
ორგანიზაციის მონაცემებით, 1995-2015 წლებში უბედური შემთხვევების დროს 366 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 7 The HALO Trus-ის გამნაღმველი იყო.
ორგანიზაციის საგანმანათლებლო კურსი ბავშვებისთვის, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი რისკების დროს.
| ||||