კახა კალაძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენის, რესპუბლიკელ მარკვეინ მალინის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს ეხმაურება. როგორც მან ჟურნალიტებს უთხრა, მისთვის საინტერესო არ არის ცალკეული კონგრესმენების “მეგობრული” განცხადებები:
“რამდენიმე ხნის წინ ვნახეთ [სახელმწიფო დეპრატამენტის] ოფიციალური განცხადება, სადაც იმ რეფორმებზე მიუთითებენ, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. [ისინი] დადებითად იყო შეფასებული… თითო-ოროლა კონგრესმენის რაღაც მეგობრობით გაკეთებული განცხადებები ჩემთვის საინტერესო არ არის.”
გახარიასთვის გაგზავნილ წერილში კონგრესმენი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და საუბრობს „პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის (FDI) გაუარესებული ეკონომიკური კლიმატისა“ და „გაუარესებული დემოკრატიის“ შესახებ.
მალინი წერს, რომ 2019 წლის დეკემბრის ბოლოს, კონგრესსა და სენატში ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას, რომლითაც საქართველოს ფინანსური დახმარება გამოეყო 132 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, „თქვენი ქვეყანა უარყოფით შუქზე და სიფრთხილით განიხილებოდა“.
საქართველო პირველად განიხილებოდა უარყოფით შუქზე – კონგრესმენის კრიტიკა გახარიას