“დანადგარი მოკლე დროში აშუქებს მსუბუქ და სამგზავრო ავტომობილებს, რაც სამართალდამცავ უწყებებს ისეთი უკანონო საქონლის იდენტიფიცირებაში ეხმარება, როგორიც არის მასობრივი განადგურების იარაღი და მისი კომპონენტები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და ნარკოტიკები. VACIS XPL განთავსდება ყველაზე დატვირთულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, სარფში”, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.