საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ კონგრესმენ მარკვეინ მალინის კრიტიკული წერილი მიკერძოებული იყო.
საუბარია ღია წერილზე, რომელიც კონრეგსმენმა მარკვეინ მალინმა გიორგი გახარიას მისწერა. ამ წერილში მან საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და დასძინა, რომ 2019 წლის დეკემბრის ბოლოს კონგრესსა და სენატში ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას, პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, „თქვენი ქვეყანა უარყოფით შუქზე და სიფრთხილით განიხილებოდა“.
„მე ვფიქრობ, განცხადება არის მიკერძოებული..
მე რამდენადაც ვიცი 200 ამერიკული კომპანიაა საქართველოში რეგისტრირებული და შემთხვევა არ მახსოვს, როდესაც ბიზნეს პარტნიორს ან რომელიმე კომპანიას უტევდნენ,“ – ამბობს ვოლსკი და ამატებს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობას დემოკრატიის ის ხარისხი განაპირობებს, რომელიც მანამდე არც საქართველოს ჰქონია და რეგიონში არც რომელიმე სხვა ქვეყანას.
მანამდე ამ განცხადებას ოპოზიციის წევრებიც გამოეხმაურნენ, მათ შორის მამუკა ხაზარაძეც. მისი თქმით, ამგვარი შეფასება აშშ-საქართველოს პატიორობას ეჭვქვეშ აყენებს.
საქართველო პირველად განიხილებოდა უარყოფით შუქზე – კონგრესმენის კრიტიკა გახარიას
წერილის შესახებ ვრცლად ნახეთ:
საქართველო პირველად განიხილებოდა უარყოფით შუქზე – კონგრესმენის კრიტიკა გახარიას