ახალი ამბები

biletebi.ge: უპრეცედენტო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოხდა ჩვენი სისტემის გადატვირთვა

22 ივნისი, 2015 • • 899
biletebi.ge: უპრეცედენტო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოხდა ჩვენი სისტემის გადატვირთვა

მანამდე biletebi.ge-მ განაცხადა, “საიტზე მიმდინარეობს შეტევა. ვმუშაობთ გასანეიტრალებლად. ბილეთები ამჟამად არ იყიდება”.


ამაჟამად საიტზე ეს განცხადებაა გამოქვეყნებული: “სისტემა გადატვირთულია. ცადეთ მოგვიანებით”.

 

კითხვაზე, არის თუ არა საიტის გათიშვის მიზეზი ჰაკერული შეტევა თუ გადატვირთვა მომხმარებლების მაღალი მიმართვიანობის გამო? – საქართველოს ფეხბურთი ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ უპასუხა: ორივე – ჰაკერული შეტევაც და სერვერის გადატვირთვაც.

 

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (UEFA) რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბილეთების გაყიდვა 22 ივნისს, დილის 9 საათიდან დაიწყებოდა ონლაინ.

 

უეფას სუპერთასის მატჩი “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის “დინამო არენაზე” 11 აგვისტოს გაიმართება. უეფას ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის გამარჯვებულ გუნდებს შორის შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი