ახალი ამბები

მარიხუანაზე ხაჩიძის კანონპროექტის განხილვა პარლამენტში გადაიდო

22 ივნისი, 2015 • • 1370
მარიხუანაზე ხაჩიძის კანონპროექტის განხილვა პარლამენტში გადაიდო

ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრ ხუნდაძემ განაცხადა, რომ საკითხის განხილვა თავად ინიციატორის, გოგა ხაჩიძის თხოვნით გადაიდო. ხაჩიძე კომიტეტის სხდომას არ ესწრება.

 

კომიტეტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში მითითებულია, რომ დღეს უნდა განხილულიყო კანონპროექტი “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის განმარტებით, ხაჩიძემ საკითხის გადადება სტიქიისა და თბილისში შექმნილი მდგომარეობის გამო გადადო, ხოლო კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი პარლამენტის ვებგვერდზე პარასკევს, 19 ივნისს გამოქვეყნდა და ვერ მოესწრო დღის წესრიგში ცვლილების შეტანა.

 

პარლამენტარ გოგა ხაჩიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე ან/და ნარკოტიკული საშუალების გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მისი განმეორების შემთხვევაშიც.

 

კანონპროექტი უკავშირდება კანაფისა და მარიხუანის უკანონოდ შეძენას ან შენახვას გაყიდვის მიზნის გარეშე ან ექიმის დანიშნულების გარეშე, განმეორების შემთხვევაში, აღარ იყოს სისხლის სამართლის დანაშაული და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად დარჩეს.

ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომა 22.06.2015
ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომა 22.06.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი