„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანძის თქმით, კონგრესმენ მარკვეინ მალინის კრიტიკული წერილი ხელისუფლებისთვის გამოსაფხიზლებელი ზარი უნდა იყოს.
მალინმა გიორგი გახარიასთვის მიწერილ ღია წერილში ხელისუფლება გააკრიტიკა და დასძინა, რომ 2019 წლის დეკემბრის ბოლოს კონგრესსა და სენატში ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას, პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, „თქვენი ქვეყანა უარყოფით შუქზე და სიფრთხილით განიხილებოდა“.
„ეს პროცესები არ წყდება, ეს განცხადებები არ წყდება და ისინი მოდიან არამხოლოდ ჩვენი ევროპელი, არამედ ჩვენი ამერიკელი პარტიორებისგან. ეს უნდა იყოს კარგი გამოსაფხიზლებელი ზარი ხელისუფლებისთვის, მას რომ ოდნავ საღი აზრი ჰქონდეს დარჩენილი,“ – ამბობს კაპანაძე.
ვრცლად ღია წერილის შესახებ წაიკითხეთ:
საქართველო პირველად განიხილებოდა უარყოფით შუქზე – კონგრესმენის კრიტიკა გახარიას