ახალი ამბები

ტალახაძე, პეტრიაშვილი და 4 ჩემპიონი წლის საუკეთესო სპორტსმენებად დაასახელეს

18 იანვარი, 2020 •
ტალახაძე, პეტრიაშვილი და 4 ჩემპიონი წლის საუკეთესო სპორტსმენებად დაასახელეს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული იმ 6 სპორტსმენს გადასცა, რომლებმაც გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონების ტიტულები მოიპოვეს.

ესენი არიან:

  • ლუხუმ ჩხვიმიანი, ძიუდოისტი;
  • ლაშა ტალახაძე, ძალოსანი;
  • გენო პეტრიაშვილი, მოჭიდავე (თავისუფალ სტილში);
  • ნუგზარ წურწუმია, მოჭიდავე (ბერძნულ-რომაულ სტილში);
  • ბექა ლომთაზე, მოჭიდავე (თავისუფალ სტილში);
  • ლაშა გობაძე, მოჭიდავე (ბერძნულ-რომაულ სტილში);

მათ ჯილდოები 18 იანვრის საღამოს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, საზეიმო ღონისძიებაზე გადასცა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი