ახალი ამბები

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი სტუდენტებს $1.5 ტრლნ-მდე ვალის ჩამოწერის ჰპირდება

18 იანვარი, 2020 • 993
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი სტუდენტებს $1.5 ტრლნ-მდე ვალის ჩამოწერის ჰპირდება

აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ელიზაბეთ უორენი (დემოკრატი) აცხადებს, რომ პირობას დებს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში სტუდენტების 95%-ს სტუდენტურ ვალებს ჩამოაწერს.

სტუდენტური ვალები აშშ-ში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. აშშ-ის განათლების დეპარტამენტის თანახმად, აშშ-ში დაახლოებით 43 მილიონ სტუდენტს ამერიკის მთავრობის 1.6 ტრილიონი დოლარი მართებს.

მსგავსი პირობა სენატორ ბერნი სანდერსსაც აქვს. როგორც აშშ-ის საზოგადოებრივი რადიო, NPR-ი წერს, გაყოფილი კონგრესის პირობებში ამ ინიციატივების გატანა რთული იქნება.

თუმცა უორენმა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ მიაგნო გზას, რომლის დახმარებითაც კონგრესის გარეშე შეძლებს, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მილიონობით ახალგაზრდას ჩამოაწეროს ვალები.

კერძოდ, როგორც Vox-ი წერს, ნაცვლად იმისა, რომ კონგრესში სცადოს ახალი კანონის გატანა უმაღლესი განათლების შესახებ, უორენი აპირებს, რომ გამოიყენოს ჩანაწერი „უმაღლესი განათლების აქტში“, რომელიც განათლების მდივანს აძლევს უფლებამოსილებას, რომ სტუდენტური სესხების „მოდიფიკაცია მოახდინოს“.

უორენის თქმით, სტუდენტების 95%-ს ჩამოაწერს ვალს 50 000 აშშ დოლარამდე ოდენობით, რაც, საერთო ჯამში, უორენის გეგმის თანახმად, ის $1.5 ტრილიონი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი