ახალი ამბები

პრემიერი: “ყოველთა ქართველთა კონგრესის” ჩატარება ხელს შეუწყობს ერის გაერთიანებას

21 ივნისი, 2015 •
პრემიერი: “ყოველთა ქართველთა კონგრესის” ჩატარება ხელს შეუწყობს ერის გაერთიანებას

“მივესალმები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას “ყოველთა ქართველთა კონგრესის” ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს არის შესანიშნავი იდეა, რომლის განხორციელებაც საშუალებას მოგვცემს მთელი მსოფლიოს მასშტაბით  ქართველთა ყველანაირი რესურსის გაერთიანება და კონსოლიდაცია მოვახდინოთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ღარიბაშვილი მზადაა ხელი შეუწყოს კონგრესის ჩატარებას და სწამს, რომ ასეთი შეკრება ხელს შეუწყობს ქართველი ერის გაერთიანებას და ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას,


დღეს, საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ გამოთქვა აზრი, რომ “ყოველთა ქართველთა კონგრესი” ჩატარდეს, რომელშიც მონაწილეობას საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები მიიღებენ მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი