ახალი ამბები

გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგური გაიხსნა

17 იანვარი, 2020 •
გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგური გაიხსნა

გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგური „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გაიხსნა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მისი მშენებლობა სახელმწიფო კომპანია ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დაახლოებით 180 მლნ დოლარით დააფინანსა.

სამინისტროს ცნობითვე, თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე  230 მეგავატს შეადგენს და მისი წლიური გამომუშავება 1,3 მილიარდ კვტ.სთ-მდე უნდა იყოს. თბოელექტროსადგურის მშენებლობა 2018 წლის თებერვლიდან დაიწყო და 2019 წლის დეკემბერში დასრულდა.

„ეს არის სადგური, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარების 10%-ზე მეტს უზრუნველყოფს. ეს არის ჩვენი ე.წ. „რეზერვი“, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში, ძალიან სწრაფად შედის მწყობრში და უზრუნველყოფს სისტემის მდგრადობას – მაგალითისთვის ვიტყვი, რომ მხოლოდ ამ ერთ თბოსადგურს შეუძლია თბილისის საშუალო თვიური მოხმარების 70%-ის დაფარვა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი