დღეს ქუთაისში მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილმა გაფიცვა გამართა. ისინი შიშობენ, რომ მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის შემდეგ უმუშევარი დარჩებიან, რადგან კონკურსში უფრო გამართულად მომუშავე მიკროვატობუსების მფლობელი კომპანიები მონაწილეობენ, ვიდრე მათ აქვთ.
ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირების პრეზიდენტმა ლავრენტი ალანიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მძღოლები შიშობენ, რომ კონკურსში, რომლის შედეგი ხვალ 12 საათზე გამოცხადეება, ვერ გაიმარჯვებენ და უმუშევრები დარჩებიან. ალანიას თქმით, მძღოლებს აქვთ ბანკის ვალები და ისინი “ულუკმაპუროდ დარჩებიან”.
ალანიას თქმით, მიკროაბტობუსების მღოლების 65%-მა, 200-მდე მძღოლმა, რამდენიმესაათიანი აქცია გამართა და ხვალინდელ შედეგს დაელოდება.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მიკროავტობუსების მძღოლების ერთი ნაწილის მიერ წამოყენებული პრეტენზიები უსაფუძვლოა. მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის ირაკლი ცხვედიანის განმარტებით, მთავრობას არანაირი ახალი ხაზები არ დაუმატებია და არც სამუშაო ადგილები შეუმცირებია, კონკურსის მიხედვით იგივე სატრანსპორტო სისტემა რჩება ქალაქში, საუბარია მხოლოდ მგზავრთა პირობების გაუმჯობესებაზე.
„ქუთაისში მგზავრთა გადაყვანაზე არსებული მიკროავტობუსების 60 % მოძველებულია. კონკურსის ერთი ნაწილი უკვე ჩატარდა, რომელიც იყო გამჭირვალე, მას კომისიის წევრებთან ერთად გადამზიდავი კომპანიების წამომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნული კონკურსის ვიდეოჩაწერა მიმდინარეობდა და არც ერთ კომპანიას პრეტენზია არ გამოუთქვამს. სატრანსპორტო კომპანიების ნაწილი შიშობს, რომ ახალი კონკურენტუნარიანი პირობების დროს კონკურსში ვერ გაიმარჯვებენ, ამან გამოიწვია მათი გაფიცვა“- განაცხადა ცხვედიანმა.
ქუთაისის მერიაში ასევე განმარტავენ, ახალი კონკურსი იმის გამო ჩატარა, რომ სატენდერო პირობებით ძველ გადამყვანებს ვადა ამოეწურათ. მიმდინარე კონკურსი ღიაა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის.