ახალი ამბები

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა მარნეულის რაიონის სოფლები დააზიანა

21 ივნისი, 2015 •
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა მარნეულის რაიონის სოფლები დააზიანა

მარნეულის გამგეობის წარმომადგენლების განცხადებით, სტიქია 20 ივნისს საღამოს, დაახლოებით ერთ საათი გაგრძელდა. სოფელ ალავარში განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც.

ამ დროისათვის სოფელ თამარისს არ მიეწოდება ელექტროენერგია და შეუწყდა გაზმომარაგება. რაიონში გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

”მნიშვნელოვნად დაზარალდა ორი სოფელი: წერეთელი და თამარისი. ძლიერმა ქარმა სახურავი ახადა 81–ბ კორპუსს, სადაც დაზიანდა ბუნებრივი აირის მილიც. ქარის შედეგად მოთხრილმა ხემ დააზიანა მაზნიაშვილის ქუჩის 2 კორპუსი და სეტყვის შედეგად ჩაიმტვრა ფანჯრებიც. მნიშვნელოვნად დაზიანებულია ქალაქ მარნეულის მე-5 საჯარო სკოლის სახურავიც,”- აცხადებს მარიამ ხაჩიძე, მარნეულის რაონის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ თოფჩიშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც დაითვლის ზარალის რაოდენობას.

სტიქია მარნეულში 20.06.15/ ფოტო: მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა

მასალების გადაბეჭდვის წესი