ახალი ამბები

ქადაგიძე: ამ ეტაპზე სტიქიით დაზარალებულებისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერაზეა საუბარი

21 ივნისი, 2015 •
ქადაგიძე: ამ ეტაპზე სტიქიით დაზარალებულებისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერაზეა საუბარი

“რამდენიმე დღეში გვექნება სრული სია იმ საკრედიტო ვალდებულებების, რომლებიც დაზარალებულ მოსახლეობას გააჩნია. ამ ეტაპზე საუბარია სასესხო დავალიანების დიდ ნაწილის ჩამოწერაზე. მაგრამ, მოდით, დაველოდოთ კიდევ რამდენიმე დღე და ბანკებმა თავად გააკეთონ განცხადებები”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

 

მეწყერის ჩამოწოლამ 13-14 ივნისს მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია, რის გამოც დაიტბორა ვაკეში სვანიძის ქუჩა, ზოოპარკი და მზიური. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 19 ადამიანი, ხოლო 5 დაკარგულად მიიჩნევა.

 

სვანიძის ქუჩაზე სახლების ნაწილი საცხოვრებლად უვარგისია. განადგურდა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, ასევე ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი დაიღუპა. მთავრობის ცნობით, სახელმწიფოს ზარალი წინასწარი მოაცემებით, 100 მილიონი ლარია.

გიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი