ახალი ამბები

გორის რაიონში მტაცებელს ეძებენ

20 ივნისი, 2015 •
გორის რაიონში მტაცებელს ეძებენ

122–ში განგვიცხადეს, რომ გორის რაიონიდან მიღებული შეტყობინება შესაბამის სამსახურებს მომენტალურად გადაეცათ. მათ ცნობით, არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელი ცხოველი შენიშნეს გორის რაიონში.

 

ის, თუ რომელი სოფელიდან შევიდა 122–ში შეტყობინება, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში ასევე ვერ დაგვიკონკრეტეს.

 

ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მზია შარაძიძემ განგვიცხადა, რომ მათი თანამშრომლებიდან ჯერჯერობით გორის რაიონში არავინ იმყოფება. შარაშიძის თქმით, მათ სამაშველო სამსახურთან შეთანხმება აქვს: თუ ნამდვილად აღოჩნდება ცხოველი, სამაშველო სამსახური ზოოპარკს გაუგზავნის სურათს და შემდეგ წავა მათი ჯგუფი.

 

დღეის მონაცემებით, თბილისის ზოოპარკში 13 ივნისის სტიქიის შედეგად გაქცეულ ზოლებიან აფთარსა და ვეფხვს ეძებენ. სტიქიის შედეგად დატბორილ ზოოპარკში ცხოველების ნაწილი დახურულ ვოლიერებში დაიხრჩო, ნაწილი კი გაიქცა. გაქცეულ ცხოველთაგან ნაწილი უკან დააბრუნეს, ნაწილი კი – მოკლეს.

 

თბილისში 13 ივნისს ღამით მომხდარ სტიქიას, დღევანდელი მონაცემებით, 19 ადამიანი შეეწირა, 3 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს აჭარბებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი