ახალი ამბები

აქცია ლევან აბზიანიძის გარდაცვალების მიზეზებზე გავრცელებული ინფორმაციის გამო

20 ივნისი, 2015 •
აქცია ლევან აბზიანიძის გარდაცვალების მიზეზებზე გავრცელებული ინფორმაციის გამო

აქციის მონაწილეთა განცხადებით, აბზიანიძეს პოლიციის განყოფილებაში ნარკოტესტირებისას შარდმდენი აბები დაალევინეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

56 წლის ლევან აბზიანიძე 17 ივნისს, ღამით ქუთაისში, რუსთაველის პარკში, გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვლილის 2 მეზობელი ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან”  საუბარში აცხადებენ, რომ აბზიანიძის გარდაცვალების მიზეზი შარდმდენი აბები გახდა, რომლებიც მას ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით დაალევინეს.

დღეს გარდაცვლილის შვილმა “ნეტგაზეთთან” ამ თემაზე საუბარი არ ისურვა, მეზობელმა კი განაცხადა, რომ იგი არ ფლობს ინფორმაციას შარდმდენის თაობაზე.

“აუცილებლად ვაპირებთ აქციების გაგრძელებას. ახლა, 26 ივნისს “მომხმარებელთა ქსელი” აპირებს სწორედ ნარკოტესტირების პრაქტიკის წინაააღმდეგ აქციას. ჩვენ ვუერთდებით და ვაპირებთ, სხვადასხვა აქტიურ მოძრაობებთან ერთად ვმობილიზდეთ და უფრო ფუნდამენტურად, უფრო პრინციპულად მოვითხოვოთ, რაც მოსათხოვია. ეს პრაქტიკა უნდა შეწყდეს დაუყონებლივ,”– ამბობს აქციის მონაწილე ბექა წიქარიშვილი

აქცია სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მთავრობის კანცელარიასთან. ფოტო – ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე 19.06.2015

“ლევან აბზიანიძეს ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდა. მას არ დაუდგინდა ნარკოტიკის მოხმარება და პოლიციამ გაუშვა. ამ დროისათვის დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის მეშვეობითაც დადგინდება მისი გარდაცვალების მიზეზი”- აცხადებენ შს სამინისტროში. 

შსს–ს ცნობით, საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი