“მე მინდა გთხოვით ყველას საჯაროდ, რომ გამოვარჩიოთ ყველაზე, ასე ვთქვათ, გამორჩეული ჟურნალისტები, რომლებიც იმ ღამეს, 13 ივნისს მუშაობდნენ ობიექტებზე. მე ასევე მაქვს იდეა, ინიციატივა, რომ ეს ჟურნალისტებიც დავაჯილდოვოთ, განსაკურებით აღვნიშნოთ მათი ჩართულობა და მათი წვლილი. რომ არა ისინი, რა თქმა უნდა, ბევრი ფაქტი დარჩებოდა აღურიცხავი და მოსახლეობა და ჩვენი მომავალი თაობაც ვერ გაიგებდა თუნდაც იმ გმირების შესახებ, მათ მიერ ნამოქმედარს, მათ მიერ გაკეთებულ საქმეებს,”– გაანცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე.
დღეის მონაცემებით, ზოოპარკში 13 ივნისის სტიქიის შედეგად გაქცეულ ზოლებიან აფთარსა და ვეფხვს ეძებენ.
თბილისში 13 ივნისს ღამით მომხდარ სტიქიას, დღევანდელი მონაცემებით, 19 ადამიანი შეეწირა, 3 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს მიაღწევს.
დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი გაიქცა. გაქცეულ ცხოველთაგან ნაწილი უკან დააბრუნეს, ნაწილი კი – მოკლეს.