ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის საქმიანობას დადებითად მოსახლეობის ნახევარი აფასებს.
ეს მონაცემი 2019 წლის ივლისის მაჩვენებელთან შედარებით 14%-თაა შემცირებული.
რაც შეეხება, დანარჩენს ნაწილს, ეკლესიის საქმიანობას უარყოფითად 12% აფასებს, 25%- საშუალოდ, ხოლო 12%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბრისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.