ახალი ამბები

ივანიშვილი 16%-ს მოსწონს, სააკაშვილი კი 26% -ს – NDI -ის კვლევის შედეგები

16 იანვარი, 2020 • 4028
ივანიშვილი 16%-ს მოსწონს, სააკაშვილი კი 26% -ს – NDI -ის კვლევის შედეგები

ივანიშვილი 16%-ს მოსწონს, სააკაშვილი კი 26% -ს  – ასეთია NDI -ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც დღეს, 16 იანვარს გამოქვეყნდა, საზოგადოების განწყობას ასახავს 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში. 

კვლევის მიხედვით, 49 % “ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფიდაა განწყობილი, ენმ-ის ლიდერ და ყოფილ პრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილის მიმართ კი ანალოგიურად განწყობილ მოქალაქეთა ციფრი კი 39%-ია.

დანარჩენი პოლიტიკური ლიდერების მიმართ განწყობა კი ასეთია:

NDI-ის წინა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში ჩატარებულ კვლევაში ივანიშვილის მიმართ უარყოფითად განწყობილი 39%  იყო, დადებითად კი- 21.   წინა კვლევით, სააკაშვილი  32%-ს არ მოსწონდა, დადებითად კი 31% იყო განწყობილი.


კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი