ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები პირადი თავდებობით გაათავისუფლეს

19 ივნისი, 2015 •
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები პირადი თავდებობით გაათავისუფლეს

ბრალდებულებს თავდებად საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრები, გია ყარყარაშვილი, დავით თევზაძე და ირაკლი ალასანია დაუდგნენ. თავდებით დაუდგა ასევე თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ჯერ კიდევ მაშინ, როცა იგი საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. ბრალდებულებს თავდებში ჩაუდგნენ პარტია “თავისუფალი დემოკრატების” დეპუტატები.

 

18 ივნისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დაკავებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების: ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდება.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით. პროკურატურის ცნობით, საუბარია თანხის კომპანია სილქნეტის სასარგებლოდ გაფლანგვის საქმეზე.

სასამართლო
სასამართლო

მასალების გადაბეჭდვის წესი