ოფიციალური ცნობით, ალბანელ სპორტსმენს ფუროსემიდის კვალი აღმოუჩინეს. ეს პრეპარატი აკრძალულ პრეპარატებს განეკუთვნება.
ინციდენტამდე, ევროპული თამაშების დროს ბაქოში ალბანელ სპორტსმენს მონაწილეობა მიღებული არ ჰქონდა.
ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ შემდგომ ანტიდოპინგურ პროცედურებს კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაატარებენ.
ევროპული თამაშების, “ბაქო-2015”-ის ფარგლებში ყველა სპორტსმენი საიმედო კომპლექსურ ანტიდოპინგურ პროცედურას გადის. სპორტსმენებს ამოწმებენ იმ პრეპარატებზე, რომლებიც საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ არის აკრძალული.
![]() |
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |





