ახალი ამბები

აშშ-ის საელჩომ კონფლიქტისპირა სოფელ ქვეშში სკოლის რეაბილიტაციაზე 2.5 მილიონი დახარჯა

15 იანვარი, 2020 • 1305
აშშ-ის საელჩომ კონფლიქტისპირა სოფელ ქვეშში სკოლის რეაბილიტაციაზე 2.5 მილიონი დახარჯა

ამერიკის საელჩომ შიდა ქართლში, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად, სოფელ ქვეშში საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე 2.5 მილიონი ლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს:

“დღეიდან 200 მოსწავლე, რომელიც შიდა ქართლში, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მახლობლად ცხოვრობს, თბილ და კომფორტულ სკოლაში ივლის. შეერთებულმა შტატებმა სიამოვნებით უპასუხა საქართველოს მთავრობის თხოვნას, ამ მხარეში ბავშვებისთვის განათლებისა და სანიტარული პირობების გაუმჯობესების შესახებ. აღნიშნულ პროექტზე ამერიკის მთავრობამ 2.5 მილიონი ლარი დახარჯა. ელჩის მოადგილე რუდმა დღეს სკოლა ოფიციალურად გახსნა” ,- წერია საელჩოს ფეისბუკ-გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი