ახალი ამბები

კარასინი: რუსეთი მზად არის წყალდიდობის შემდეგ საქართველოს დაეხმაროს

19 ივნისი, 2015 •
კარასინი: რუსეთი მზად არის წყალდიდობის შემდეგ საქართველოს დაეხმაროს

“ჩვენ ამ დღეებში ვისაუბრეთ ზურაბ აბაშიძესთან, მე ვთხოვე მას გადაეცა ქართველი ხალხისთვის, რომ მწუხარებას ვიზიარებთ წყალდიდობასთან დაკავშირებით, თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო თბილისში კოლეგებს ეკონტაქტება და დახმარებას სთავაზობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, დახმარება გავუწიოთ. ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ, კარგად გვესმის ერთმანეთის, ამიტომაც საგანგებო სიტუაციებში ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად მოვიდეთ”, – განაცხადა კარასინმა.


 

13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი, საიდანაც 18 უკვე იდენტიფიცირებულია. 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება.  ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ჯამში, 100 მილიონ ლარს აჭარბებს.

 

 

 

 

 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი