ახალი ამბები

კომპანია RMG აცხადებს, რომ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 1 მილიონ ლარს გაიღებს

19 ივნისი, 2015 •
კომპანია RMG აცხადებს, რომ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 1 მილიონ ლარს გაიღებს

კომპანია „RMG“ 13-14 ივნისს თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„პირველ რიგში სამძიმარს ვუცხადებთ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ვუთანაგრძნობთ ყველა დაზარალებულს, თანაგრძნობას და პატივისცემას გამოვხატავთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც თავდაუზოგავად იმუშავა სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად. კომპანია „Rich Metals Group“-ი გამოყოფს ფულად დახმარებას 1 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც სტიქიით დაზარალებულთა სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება“ – ნათქვამია კომპანია „RMG“-ის განცხადებაში.

 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ხაზინისა და კომერციული ბანკების მიერ სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისათვის გახსნილ ანგარიშებზე ამ დროისთვის (12:30 საათი) 15 200 000 ლარია მობილიზებული. 

 

მეწყრის ჩამოწოლამ 13-14 ივნისს მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია, რის გამოც დაიტბორა ვაკეში სვანიძის ქუჩა, ზოოპარკი და მზიური. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 19 ადამიანი, ხოლო 6 დაკარგულად მიიჩნევა.

 

სვანიძის ქუჩაზე სახლების ნაწილი საცხოვრებლად უვარგისია. განადგურდა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, ასევე ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი დაიღუპა. მთავრობის ცნობით, სახელმწიფოს ზარალმა, წინასწარი მოაცემებით, 40 მილიონ ლარს გადააჭარბა.

 

RMG Gold
RMG Gold

მასალების გადაბეჭდვის წესი