მისი თქმით, ის არის გამორჩეული ახალგაზრდა, რომელსაც დაფასება სჭირდება.
„ვფიქრობ, ეს 24 წლის ახალგაზრდა უკვე გამორჩეული ადამიანია. ჩვენ უნდა ვეძიოთ ასეთი ადამიანები, გამოვარჩიოთ საზოგადოებისგან. ვფიქრობ, ამ ახალგაზრდა კაც, სტიქიის დასრულებისთანავე თქვენ სამსახურიც უნდა მოუძებნოთ“, – მიმართა პრემიერმა თბილისის მერს.
ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ის გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც ამ დღეების განმავლობაში საზოგადოებას თავი გმირობით დაამახსოვრეს, უნდა იყვნენ წარდგენილნი შესაბამის ჯილდოზე.
„ეს არის უპრეცედენტო სოლიდარობა ჩვენი საზოგადოების მხრიდან და მინდა, კიდევ ერთხელ მადლიერებით აღვნიშნო მათი აქტიურობა”.