ახალი ამბები

ანრი ოხანაშვილთან დაპირისპირების შემდეგ ბაკურიანში ერთი პირი დააკავეს

14 იანვარი, 2020 • 1556
ანრი ოხანაშვილთან დაპირისპირების შემდეგ ბაკურიანში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს “ქართული ოცნების” დეპუტატ ანრი ოხანაშვილთან დაპირისპირების შემდეგ.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება ასევე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა, თუმცა ფიზიკურად არ დაპირისპირებია.

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით,  ანრი ოხანაშვილს მოქალაქე ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობისას დაუპირისპირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი