ახალი ამბები

ღარიბაშვილი: არც ერთი მოხალისე არ იყოს კვების გარეშე

18 ივნისი, 2015 •
ღარიბაშვილი: არც ერთი მოხალისე არ იყოს კვების გარეშე

“დღეს თვალი მოვკარი ერთ-ერთ სიუჟეტს, თითქოს მოხალისეებს არ აქვთ საკვები. რატომ მოხდა ეს? გთხოვთ, რომ ხვალ დილიდან ამ ყველაფერს ორგანიზება გაუკეთოთ, რომ არც ერთი მოხალისე არ იყოს კვების გარეშე”, – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მერს, დავით ნარმანიას საგანგებო შტაბის სხდომაზე.

 

“ეს იყო გაურკვევლობა, მოხალისეები თვითორგანიზებულები იყვნენ და შემდეგ გამოაცხადეს, რომ ამ ორგანიზაციის დროს ისინი ვერ ახერხებდნენ კვებას. მე როგორც კი მივიღე შსს-დან ეს ინფორმაცია, მათ 15 წუთში ჰქონდათ წყალი და შემდეგ ერთ საათში საკვებიც”, – უპასუხა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ირაკლი ღარიბაშვილს.


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი