შემოსული თანხა თბილისში სტიქიით დაზარალებულთა ოჯახებს გადაერიცხებათ.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მუსიკოსები. შესრულდება ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
თბილისში 13 ივნისს მომხდარ წყალდიდობას დღევანდელი მონაცემებით, 19 ადამიანი შეეწირა და დაკარგულად 3 ადამიანი ითვლება. წყალდიდობით დაზარალდა რამდენიმე ათეული ოჯახი.