ახალი ამბები

სროლა კლუბ “ბასიანთან” –  დაჭრილია კლუბის სამი თანამშრომელი

12 იანვარი, 2020 • 3121
სროლა კლუბ “ბასიანთან” –  დაჭრილია კლუბის სამი თანამშრომელი

გამთენიისას სროლა მოხდა კლუბ “ბასიანთან” და  არიან დაჭრილები. 

ყველაფერი კარგადაა, თუ ამას კარგად ყოფნა ქვია, თუმცა უარესებიც გადაგვიტანია. მადლობა და ბოდიში ყველას, ვისაც სიცოცხლის ფასად უჯდება bassiani-ს სიყვარული. 

პს. იმედი მაქვს ისევ საომარო არ გაგვიხდება მოძალადის დასჯა”, – წერს თავის ფეისბუკის გვერდზე კლუბის დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი. 

“ნეტგაზეთი” ჯერჯერობით ვერ ახერხებს მასთან დაკავშირებას. 

როგორც “ბასიანის” ერთ-ერთმა “თანამშრომელმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, დაჭრილია კლუბის სამი თანამშრომელი: 

“ერთს ზურგში მოხვდა ტყვია, ორს კი ფეხში”. 

დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მისივე მონაყოლით, პირი, რომელმაც სროლა დაიწყო, მანამდე კლუბში იმყოფებოდა, თუმცა დიჯეისთან კონფლიქტის შემდეგ მას კლუბი დაატოვებინეს. 

“ამის შემდეგ ნახევარ საათში დაბრუნდა კლუბთან იარაღით და სროლა ატეხა. კიდევ კარგი, დაცვის თანამშრომელმა დაინახა, რომ იარაღი ჰქონდა და გაიქეცითო. მოვასწარით კლუბის კარის ჩაკეტვა. კლუბის კარსაც ესროდა, გაღუნულია კარი”, – უთხრა “ბასიანის” თანამშრომელმა “ნეტგზეთს”. 

შსს-ს ცნობით კი, დაკავებულია ერთი ადამიანი, თუმცა უცნობია სხვა დეტალები. 

შემთხვევა კლუბში დაახლოებით 02.30 საათზე მოხდა. სროლის შემდეგ კლუბი სტუმრებს დაატოვებინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი