ახალი ამბები

თბილისის სტიქიის გამო პრემიერი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას არ ესწრება

18 ივნისი, 2015 •
თბილისის სტიქიის გამო პრემიერი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას არ ესწრება

“თბილისში მომხდარმა სტიქიამ პრემიერის განრიგი დღის წესრიგი მნიშვნელოვნად შეცვალა. აღნიშნული მოვლენების გამო პრემიერმა ბათუმში ვიზიტი გადადო, მონაწილეობა უნდა მიეღო საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს ევროპული გზა. მთავრობა კრიზისის ლიკვიდაციისთვის 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ყოველდღიურად მთავრობის ადმინისტრაციაში საგენგებო შტაბის სხდომა იმართება. დღესაც არის დაგეგმილი. ბათუმში პრემიერი ბულგარეთის პრეზიდენტს უნდა შეხვედროდა და ეს შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ შედგა”, – განუცხადეს ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.


ორდღიანი კონფერენციის გახსნას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი ესწრებოდა. 


ირაკლი ღარიბაშვილი; ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ირაკლი ღარიბაშვილი; ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი