ახალი ამბები

ივანიშვილი “კაბელების საქმის” ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებაზე შუამდგომლობას იწონებს

18 ივნისი, 2015 • • 1062
ივანიშვილი “კაბელების საქმის” ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებაზე შუამდგომლობას იწონებს

“ეს არის პროკურატურის კარგი ინიციატივა. კარგი იქნება, თუ კანონმდებლები დააჩქარებენ და თეთრი საყელოს პრინციპს კანონი დაარეგულირებს. თუ არ არის მკვლელი, არ არის სახიფათო, სანამ პროკურატურა არ მოითხოვს წინასწარი პატიმრობის მისჯას. ამ მხრივ პროკურატურას კანონი არ დაურღვევია. მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული არ იყო პროკურატურა წინასწარი პატიმრობიდან გათავისფლების, პროკურატურამ განაცხადა, რომ ძიების პროცესი დაასრულა და არ თვლის საჭროდ პატიმრობაში დატოვებას. სასამართლო პროცესი დაიწყება და სასამართლო გადაწყვეტს. მე მივესალმები პროკურატურის ამ გადაწტვეტილებას, ოღონდ ალასანიას რა უხარია აქ, ვერ გავიგე?

 

დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა საქალაქო სასამართლოს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, რომლებიც დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში არიან ბრალდებული, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლოს.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა

ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია
ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია 'მოქალაქის' შეხვედრაზე. ფოტო –ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი. 18.06.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი