ივანიშვილის განცხადებით, ხაზინაში ფინანსური მობილიზების თვალსაზრისით საქმე კარგად არ არის, დონორებთან მიდის მოლაპარაკებები:
“მე საჯაროდ განვცხადე და კიდევ გავიმეორებ, ყველამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს. ხელისუფლება აქტიურად ცდილობს მოიძიოს რესურსები, რათა მაქსიმალურად დაფაროს ის ხარჯები, რაც სტიქიამ მოგვიტანა. რასაც ვერ შეძლებენ, ჩათვალეთ, რომ ყველა თანხა აქვთ. ასეთი დაზღვევა არსებობს ჩემი სახით. რასაც ვერ მოიძიებს ხელისუფლება, დავამატებ მე”, – თქვა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, მას ურეკავენ თავისი მეგობარი ბიზნესმენები და სთავაზობენ დაფინანსებაში მონაწილეობას.
ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა 100 მილიონ ლარს აჭარბებს. 15 200 000 მილიონი შემოწირულობის სახით სახელმწიფომ უკვე მიიღო კერძო სექტორისაგან, ხოლო ევროკომისიამ 3,4 მილიონი ევრო გამოყო.