ახალი ამბები

პერ ეკლუნდი: პუტინი გააგრძელებს ჩვენს დაშინებას

18 ივნისი, 2015 •
პერ ეკლუნდი: პუტინი გააგრძელებს ჩვენს დაშინებას

 

პერ ეკლუნდი


მისი განმარტებით, რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო სამართლით გარანტირებულ უფლებებზე მაღლა აყენებს საკუთარ ინტერესებს,  „საქართველოს ტერიტორიის 25 პროცენტი აქვს ოკუპირებული და ადამიანებს ღუპავს პროპაგანდით“.

 

პერ ეკლუნდის მოსაზრებით,  არავინ არ იცის, როდის დამთავრდება უკრაინაში პრობლემები:”  შეიძლება დასავლეთმა ვერ მისცეს უკრაინას ის მხარდაჭერა, რაც მას სჭირდება, მე მეშინია,  რომ უკრაინისთვის დახმარება არასაკმარისი  არ აღმოჩნდეს.”

 

ეკლუნდის შეფასებით, ვლადიმერ პუტინს აქვს ” ნოსტალგია საბჭოთა კავშირის აღდგენის”.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ბარამიძემ კითხვების დასმის დროს კონფერენციაზე თქვა, რომ მას დღეს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არ გაუგია სიტყვა”ოკუპანტი”:”ვწუხავარ, რომ ამ კონფერენციაზე მხოლოდ ორი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი მოგვიწვიეს [კონფერენციას  საპარლამენტო უმცირესობიდან კიდევ გიორგი კანდელაკი ესწრება],  ჩვენ გვჭირდება, რომ არ დავივიწყოთ სიტყვა ოკუპანტი.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი