ახალი ამბები

ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით სამშობიარო სახლების თანამშრომლები დააკავეს

18 ივნისი, 2015 •
ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით სამშობიარო სახლების თანამშრომლები დააკავეს

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებული სამი ბრალდებულის გარდა, სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული 6 პიროვნება.


“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულებმა, განიზრახეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ჩვილი ბავშვებით ვაჭრობა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, აღნიშნული პირები სამშობიაროში კონსულტაციაზე მისულ ფეხმძიმე ქალბატონებს სთავაზობდნენ თანხის სანაცვლოდ ახალშობილი ბავშვის მიტოვებას, რომლის გასხვისებასაც შემდგომ თავად უზრუნველყოფდნენ. საგამოძიებო სამსახურის მიერ აღნიშნული პირების მონაწილეობით გამოვლენილია ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ორი ფაქტი, რა დროსაც ბრალდებულებმა ერთ შემთხვევაში აიღეს 3 000 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში, 5 000 დოლარი. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 1432-ე მუხლის მე- 2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12 დან 17 წლამდე ვადით”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი