ახალი ამბები

ამერიკამ სოლეიმანის გარდა მეორე მაღალჩინოსანზე თავდასხმაც სცადა – The New York Times

11 იანვარი, 2020 • 1507
ამერიკამ სოლეიმანის გარდა მეორე მაღალჩინოსანზე თავდასხმაც სცადა – The New York Times

ამერიკულმა ჯარმა სცადა ირანელი სამხედრო ჩინოვნიკის, აბდულ რეზა შაჰლაის, ლიკვიდაცია, თუმცა წარუმატებლად, ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული პრესა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Washington Post-ის, The New York Times-ისა და სხვების ინფორმაციით, თავდასხვა სწორედ იმ დღეს იგეგმებოდა, როდესაც ტრამპის ბრძანებით ამერიკამ თავდასხმა განახორციელა ირანის მთავარ გენერალ ყასემ სოლეიმანზე.

“მეორე მისიის გამოაშკარავება მიუთითებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავდა იმაზე ფართო კამპანიას, ვიდრე ამის შესახებ იყო ცნობილი, რომელიც მიზნად ისახავდა სხვა ქვეყნებში ომების საწარმოებლად ირანის შესაძლებლობების შესუსტებას”, – ნათქვამია The New York Times-ის სტატიაში.

წარუმატებელი საჰაერო თავდასხმა იემენში მიზნად ისახავდა აბდულ რეზა შაჰლაის მკვლელობას, რომელიც ცნობილია, როგორც რეგიონში შიიტური მილიციის დაფინანსების მთავარი ორგანიზატორი.

The New York Times-ის ინფორაციით პრეზიდენტმა ტრამპმა დაამტკიცა შაჰლაის წინააღდეგ თავდასხმა იმავე პერიოდში, როდესაც განხორციელდა თავდასხმა სოლეიმანის წინააღმდეგ 3 იანვარს, თუმცა უცნობია იმავე დღეს განხორციელდა თუ არა წარუმატებელი თავდასხმა შაჰლაიზე.

ირანელი გენერალი, რომელიც სამხედრო ოპერაციისას მოკლეს – რა უნდა ვიცოდეთ [მოკლედ]

მასალების გადაბეჭდვის წესი